logo
ENG



გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

11 სექ 202023:24
3 წუთის საკითხავი
clock 2970
cqbwbaluibb6t96.jpeg

გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ფორმულას გურიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ განუცხადა. 

როგორც მჟავიამ აღნიშნა, 6 ახალი შემთხვევიდან ორი ლანჩხუთში, ხოლო 4 ოზურგეთში დაფიქსირდა. მან აღნიშნა, რომ ახალი ინფიცირებულების პასუხები დღის მეორე ნახევარში მიიღეს.

მისივე თქმით, რეგიონში შიდა გავრცელების რისკი ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან ყველა ინფიცირების წყარო ცნობილია.  

აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევები დღეს გამოვლენილ 87 შემთხვევაში არ შედის. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, კოვიდ-19 87 პირს დაუდასტურდა


close დახურვა