logo
ENG



გურიაში ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც მოძრავ ავტომობილს დაეცა - მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

13 იან 202310:38
3 წუთის საკითხავი
 

გურიაში ძლიერ ქარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც მოძრავ ავტომობილს დაეცა.

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

რამდენიმე დღეა რეგიონებში უამინდობაა.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა იმერეთშიც. რეგიონში 70-მდე შენობის სახურავია გადახდილი, 3 000-მდე მოსახლეს არ მიეწოდება წყალი. დაზიანებულია ელექტროსადენები და ავტომობილები. 12 მუნიციპალიტეტში ათასობით მოსახლეს შეზღუდული აქვს ელექტროენერგია.

 


close დახურვა