logo
ENG



გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვი კლინიკაში რჩება - მას მეორე ოპერაცია ჩაუტარდება

18 დეკ 202309:02
3 წუთის საკითხავი
 

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვი კვლავ იაშვილის კლინიკაში რჩება, მას მეორე ოპერაცია ჩაუტარდება, ხოლო ამის შემდეგ კვლავ გაგრძელდება მისი მეთვალყურეობა იაშვილის კლინიკაში.

მას უკვე ჩაუტარდა პირველი ოპერაცია და ის ამჟამად ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში იმყოფება. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.

ოზურგეთში ძაღლმა ორი ბავშვი 16 დეკემბერს დაკბინა. დაშავებული ბავშვები ძმები არიან და ინციდენტის დროს საკუთარ სახლთან დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.


close დახურვა