გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ის სახლში მკურნალობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
კორონავირუსით ინფიცირებულია ლანჩხუთის მერი, ასევე ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი. ისინი გასულ კვირას რეგიონში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, რომელსაც პრემიერი გიორგი გახარიაც ესწრებოდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 172 კი გარდაიცვალა.