logo
ENG



გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს

08 სექ 202319:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/08/v0o0tgxg2s0dpq9.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს.

"ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას.

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ, გვიან ღამით ძლიერი წვიმის შედეგად გურიის რეგიონი დაიტბორა - უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა