გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზეგაანში მცხოვრებმა მამაკაცმა თანასოფლელებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში მოათავსა.
ექიმების თქმით, მათ დაზიანებები გულ- მკერდისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ორ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმების თქმით, მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
როგორც ფორმულას შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სამართალდამცველებს დადგენილი ყავთ სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.