გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ვენახების მიმდებარე ტერიტორიაზე, შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ ეტაპზე შემთხვევის სხვა დეტალები და მომხდარის ზუსტი გარემოებები უცნობია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
