logo
ENG



გურჯაანის საავადმყოფოს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს

26 თებ 202014:05
3 წუთის საკითხავი
 

 

სროლა გურჯაანის საავადმყოფოსთან - უცნობმა პირებმა, ცეცხლი საავადმყოფოს შენობის მიმართულებით გახსნეს. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც „ფორმულას“ ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, არსებობს ვერსია, რომ გასროლა ერთ-ერთი პაციენტის მიმართულებით განხორციელდა. კერძოდ, სროლამდე რამდენიმე წუთით ადრე კლინიკაში შეიყვანეს მალხაზ ბადუაშვილი, რომელიც წარსულში ნასამართლევია. ის 14 წლის განმავლობაში იხდიდა საჯსელს მეზობლის მკვლელობისთვის. გასროლა სწორედ იმ მხარეს მოხდა, სადაც ბადუაშვილი იმყოფებოდა.

გურჯაანის კლინიკის კლიენტთა მომსახურების სამსახურის წარმომადგენელი ნათია კობერიძე „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დაშავებით არავინ დაშავებულა. როგორც ვიცი აღძრულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმე. ნებისმიერ სხვა შეკითხვაზე შეგიძლიათ, მათ პრესსამსახურს მიმართოთ. ორი დღის წინ მოხდა გასროლა“, - განაცხადა კობერიძემ.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადესსაქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს

 

 

 

 


close დახურვა