logo
ENG



გურჯაანის სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

10 ივლ 202418:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/10/432jd59lfnrdbxz.jpg

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მათი მტკიცებულებები.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა", - წერია განცხადებაში. 

დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის გ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით) ჰქონდა წარდგენილი.


close დახურვა