logo
ENG



გურჯაანში მკვლელობაში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი დაწვეს

08 სექ 202311:46
3 წუთის საკითხავი
 

გურჯაანის სოფელ ვეჯინში წუხელ საცხოვრებელი სახლი დაწვეს. სახლი 35 წლის ბექა ჯანიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ, კოლა გაბიტაშვილს ეკუთვნოდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რამდენად უკავშირდება მომხდარი 4 სექტემბერს მომხდარ მკვლელობას, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ფორმულასთან განმარტებას არ აკეთებს.


close დახურვა