გურჯაანში საცხოვრებელი სახლიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.