გურჯაანში ახალგაზრდებს შორის დაწყებული კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც სროლა დაიწყეს.
ორივე მამაკაცი სავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაშია.
როგორც „ჯეოჰოსპიტალსის“ ხელმძღვანელი გელა ორველაშვილი აცხადებს, დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა.
„ჯეოჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში შემოტანილია ერთი მამაკაცის გვამი და ერთი ახალგაზრდა მამაკაცი შემოყვანიალია ცეცხსასროლი ჭრილობით ყელის არეში. ჭრილობა გამავალია. ამჟამად მიმდინარეობს რეანიმაციული ღონისძიებები. მდგომარეობა მძიმეა. სიცოცხლისთვის საშიშ ადგილას აქვს ჭრილობა მიყენებული“, - განაცხადა ორველაშვილმა.