logo
ENG



გურჯაანში ცოლ-ქმარს ესროლეს - ქალი ადგილზე დაიღუპა, კაცი კლინიკაში გადაიყვანეს

19 ოქტ 202112:43
3 წუთის საკითხავი
 

გურჯაანში ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლეს. ქალი ადგილზე დაიღუპა, კაცი კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მათ მეზობელმა რამდენჯერმე ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, დაკავებულია 1 პირი, რომელიც გარდაცვლილების ნათესავია.


close დახურვა