![2022/06/22/mvnqoi4ud95h9db.jpg](/uploads_script3/articles/2022/06/22/mvnqoi4ud95h9db.jpg)
ხარკივის რეგიონული ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, გუშინ რუსული დაბომბვის შედეგად ხარკივში სულ მცირე 15 მოქალაქე დაიღუპა.
სინეგუბოვის ცნობით, 6 მოქალაქე ქალაქ ხარკივსა და მის შემოგარენში, 6 ხარკივის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ ჩუჰუივში, 3 კი ქალაქ ზოლოჩივში, ხარკივის ჩრდილო-დასავლეთით დაიღუპა.
რამდენიმე კვირიანი შედარებითი სიმშვიდის შემდეგ რუსულმა ძალებმა ბოლო დღეებში ხარკივის დაბომბვა გააძლიერეს.