logo
ENG



და ჩვენ ვიცეკვეთ - კავეა განცხადებას ავრცელებს

08 ნოე 201912:32
3 წუთის საკითხავი
 
gma4tg9scbcg61m.jpg

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შესახებ კინოთეატრი „კავეა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან,რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ცხადია,მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე,სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ ვინც შეიძინა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთები,ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე,რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება. როგორც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, ის მომხრეებთან ერთად არ დაუშვებს ფილმის ჩვენებას და საჭიროების შემთხვევაში პოლიციის კორდონსაც გაწევენ გვერდით და დაიკავებენ კინოდარბაზს. ფილმთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც, სადაც ნათქვამია, რომ მათთვის ფილმის ჩვენება მიუღებელია. 

ამავდროულად განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას. კინოთეატრში ფილმის წინა სეანსი, უსაფრთხოების მიზნით გააუქმეს. ფილმის მიმდინარეობისას არსებული ვითარების მონიტორინგს გეგმავს „თბილისი პრაიდიც.“

ფილმის ჩვენება საქართველოში 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრებში „ამირანსა“ და „კავეაში“ გაიმართება. ამ დროისთის ყველა ბილეთი გაყიდულია.


close დახურვა