logo
ENG



და ჩვენ ვიცეკვეთ - ფილმის პრემიერამდე რადიკალური ჯგუფები ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან

06 ნოე 201916:46
3 წუთის საკითხავი
 
r3x5troctmeaw6w.jpg

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა 8 ნოემბერს არის ჩანიშნული. ვნებათაღელვა მოსალოდნელ პრემიერაზე არ წყდება. საპატრიარქო გმობს ფილმის ჩვენებას, რადიკალური ჯგუფები კი სეანსის ჩაშლით იმუქრებიან. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ყველანაირ კანონდარღვევას აღკვეთენ. 

„ვინც იყიდეს ბილეთები, მათი ნაწილი არის მოტყუებული, რადგან ჰგონია რომ კარგ ფილმზე მიდის და ამაში ცუდი არაფერი არაა, ნაწილი არის დაქირავებული დამქაში ამ ლგბტ თემის და უნდათ ამის რეკლამირება“ - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა, „ბავშვთა დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ.

განსხვავებული აზრი აქვთ კინოთეატრ „ამირანში", სადაც პრემიერისთვის საგანგებოდ ემზადებიან.

„არანაირად არ ვფიქრობთ, რომ გადავდოთ ჩვენება. უსაფრთხოების ზომები გვაქვს გამკაცრებული და ყველანაირად შევუწყობთ ხელს მაყურებელს, რომ იყონ უსაფრთხოდ. გვეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტროც,“ - განაცხადა კინოთეატრის დირექტორმა.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც - მათი თქმით, ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული და 8 ნოემბერს პატრულის ეკიპაჟები იქნებიან მობილიზებულნი კინოთეატრის გარშემო.


close დახურვა