logo
ENG



და ჩვენ ვიცეკვეთ - ქართულ-შვედური ფილმი ორი ახალი ჯილდოს მფლობელი გახდა

26 ოქტ 201920:08
3 წუთის საკითხავი
 
vfrri8qydn294li.png

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - თბილისურ პრემიერამდე ქართულ-შვედური ნამუშევარი კიდევ ორ ახალ ჯილდოს იღებს. ვალიადოლიდის საერთაშორისო ფესტივალზე ნამუშევარმა საუკეთესო ფილმის წოდება რამდენიმე საათის წინ მოიპოვა. ლევან გელბახიანი კი ფესტივალის საუკეთესო მსახიობი გახდა. ქართველი რეჟისორი ლევან აკინი, რომელმაც ფილმი 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ გადაიღო, ახლა ოქროს გლობუსისა და ოსკარისთვის ემზადება.

ქართულ-შვედური ფილმი  „და ჩვენ ვიცეკვეთ " შვედეთის სახელით ოსკარის უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაზეა წარდგენილი. ამ კატეგორიაში 96 ფილმი იბრძვის, თუმცა სხვადასხვა უცხოური გამოცემა ამ სურათს ოსკარის საბოლოო ხუთეულში მოხვედრას უწინასწარმეტყველებს.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“  უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში შვედეთმა წარადგინა. ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 8, 9 და 10 ოქტომბერს გამოვა.

 


close დახურვა