logo
ENG



დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი სადავო ცვლილებებს

20 ოქტ 202320:31
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთ საკანონმდებლო ცვლილებაზე სთხოვენ ვეტოს დადებას. "შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონის დამძიმების შემდეგ, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და ზურაბიშვილმა პარლამენტს უკან დაუბრუნა, პრეზიდენტს მიმართავენ არც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს დაეთანხმოს.  ცენზურის ცვლილებები ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით პრეზიდენტის იმპიჩმენტის ჩავარდნისთანავე გაიტანა კენჭისყრაზე და სამი მოსმენით მიიღო. ხელისუფლებას პროგრამებისა და რეკლამის თვითრეგულირება რეგულირების სფეროში გადააქვს და მედიაზე ზეწოლის ბერკეტს ქმნის, კომუნიკაციების კომისიის გამოყენებით. 


close დახურვა