დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ინფექციების დაავადებების პრევენციისა და კონტროლის საკითხებში 4 000 სამედიცინო მუშაკს გადაამზადებს. ახალი ინიციატივა მოიცავს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის 60 რეგიონალურ ოფისს და 37 სამედიცინო დაწესებულებას.
პროფესიულ გადამზადებას ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მართვის საკითხებში სულ 4000 მედიკოსი გაივლის. აქედან 3,000 კოვიდ 19-ის სამკურნალოდ განკუთვნილი კლინიკების თანამშრომელია, ხოლო 1000 მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელი.
სწავლება თავდაპირველად ადგილზე იქნება, მომავალში კი ონლაინ პლატფორმა შეიქმნება და სწავლება პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.