logo
ENG



დააკავეს 3 პირი, რომლებმაც გიორგი მასხულიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

22 თებ 202210:07
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 3 პირი, რომლებმაც დიზაინერ გიორგი მასხულიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მათ 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მასხულიაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 21 თებერვალს გავრცელდა.


close დახურვა