დააკავეს თავდაცვის ძალების ლოგისტიკის ცენტრის დაცვის ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გ.ჯ, რომელსაც ბრალად თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ედება.
როგორც გამოძიება განმარტავს, გ.ჯ. უწყების ქონებას 2018 წელს და 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში უკანონოდ დაეუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 2019 წლის 23 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდა ბიულეტენზე, ხოლო შემდგომ პერიოდში იანვრის თვეში კუთვნილ შვებულებაში. ამ პერიოდში ბატალიონის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა შტაბის უფროსი შოთა თავართქილაძე.