პოლიციამ გორში დააკავა 2003 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც 10 მარტის დილის საათებში 56 წლის ტაქსის მძღოლი დაჭრა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მსხვერპლს ჭრილობა ცივი იარაღით, ყელის არეში მიაყენა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას ოპერაცია ჩაუტარდა.