შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს კაცი, რომელმაც თბილისში, სუპერმარკეტ ორ ნაბიჯში თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
უწყებაში ფორმულას უთხრეს, რომ კაცი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დააკავეს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ის ბრიტანეთის მოქალაქეა.
Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ყვირის და თანამშრომლებს, მათ შორის მომხმარებლებსაც ფიზიკურად უსწორდება. არსებული ინფორმაციით, კაცი მიიჩნევდა, რომ შენაძენი არასწორად დაუანგარიშეს, რის გამოც თანამშრომლებს დაუპირისპირდა.