შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც მეთორმეტე სართულიდან მაკე ძაღლი გადმოაგდო. ძაღლს ყველა ლეკვი დაეღუპა.
როგორც „ფორმულას“ შსს-ში განუცხადეს, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავეულს მეოზბელთან მოუვიდა კამათი და სწორედ ამის შემდეგ გადმოაგდო ძაღლი.
ფოტო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი