logo
ENG



დაანონსებული რეპრესიები სუს-ისგან

03 ნოე 202120:31
3 წუთის საკითხავი
 

სოციალური ქსელი ახალმა კამპანიამ მოიცვა - რევოლუცია - ერთმანეთის მიყოლებით წერენ სამოქალაქო სექტორისა თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, - ასე გამოხატავს საზოგადოება რეაქციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაანონსებულ რეპრესიებზე. სუს-ი აცხადებს, რომ "სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა პირების მხრიდან ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები".

ლილუაშვილის უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რევოლუციისკენ მოწოდება დასჯადია, შესაბამისად, ისინი გადადგამენ ყველა შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯს. სუს-ი, რომელიც ტოტალურად უსმენს მოსახლეობას, დაშინების ახალ გზას დაადგა - სახეზეა დიქტატურისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი - ამბობენ ოპოზიციაში.


close დახურვა