logo
ENG



დაასრულე კომენდანტი - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება

03 აპრ 202121:52
3 წუთის საკითხავი
 
დაასრულე კომენდანტი - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება
ვახო ქარელი/ფორმულა

დაასრულე კომენდანტი - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. 

გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი, თუმცა, ახლა ქუჩა თავისუფალია. რამდენიმე ათეული ადამიანი ადგილზე რჩება. 

აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ და დაწესებულ აკრძალვას დემონსტრაციულად არღვევენ. 

აქცია რუსთაველზე დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო. მანამდე კი 3 სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობა გაიმართა. 

"მთელ მსოფლიოში კომენდანტის საათი არის დ რ ო ე ბ ი თ ი ღონისძიება, დროის მოსაგებად, ვირუსთან ბრძოლის მოსამზადებლად, ვაქცინაციის კამპანიის დასაგეგმად.

უკვე ერთი წელია შეზღუდული გვაქვს გადაადგილების უფლება 21:00-ის შემდეგ.

დაუსრულებელი კომენდანტის საათი აუარესებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

გადაადგილების შეზღუდვა ანგრევს ჩვენს ეკონომიკას.

თვითდასაქმებულ ადამიანებს შეგვიმცირდა ან სრულად წაგვერთვა თავის და ოჯახის რჩენის საშუალება.

კომენდანტის საათის გამო ხელოვნურად იტვირთება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მასში მყოფი ადამიანები არიან დაავადების საფრთხის ქვეშ.

გვატყუებენ, რომ “ევროპაშიც ასეა”.

სინამდვილეში კომენდანტის საათი და გადაადგილების შეზღუდვა ამ მთავრობის პოლიტიკური იარაღია.

პანდემიის კონტროლის ნაცვლად გვაკონტროლებენ ჩვენ". - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. 

საქართველოში კომენდანტის საათი რამდენიმე თვეა,მოქმედებს. მათ შორის, 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გამოსვლა მოქალაქეებს 2020 წლის 28 ნოემბრიდან ეკრძალებათ. 


close დახურვა