logo
ENG



დააყენოს მისი კანდიდატურა კალაძის გვერდით-თალაკვაძე კალაძეზე ფოფხაძის ბრალდებებს პასუხობს

22 ნოე 201912:36
3 წუთის საკითხავი
 
2471htq5qxly5kn.jpg

არჩილ თალაკვაძე დამოუკიდებელი დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც ფოფხაძე ამბობს, რომ კახა კალაძე „ყველაზე კორუმპირებული მერია“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ კალაძე ცუდი მერია, მაშინ გედევან ფოფხაძემ მომდევნო არჩევნებში თავის კანდიდატურა დააყენოს იქ, სადაც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს კახა კალაძე და თავად გადაამოწმოს ფოფხაძემ, თუ ვის აქვს რეალურად საზოგადოების მხარდაჭერა.

„თუ ბატონ გედევან ფოფხაძეს მიაჩნია, რომ კახა კალაძეს აქვს ძალიან დაბალი მხარდაჭერა, თუ ის მართლა, როგორც თვითონ ამბობს, კახა კალაძე ყველაზე ცუდი მერია თბილისის ისტორიაში, ამ შემთხვევაში სერიოზული პოლიტიკოსი მოიქცევა შემდეგნაირად - მომდევნო არჩევნებში თავის კანდიდატურას დააყენებს იქ, სადაც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს კახა კალაძე და თავად გადაამოწმებს, თუ ვის აქვს რეალურად საზოგადოების მხარდაჭერა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ილია წულაია და თბილისის მერი მათ სამშენებლო კომპანიას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე სამშობლოზე ზრუნვას. ფოფხაძე ამბობს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნებს კორუფციაზე მწვანე შუქი ბიძინა ივანიშვილმა აუნთო.


close დახურვა