"ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ბოქლომებით ფოთის მერიის შენობასთანაც მივიდნენ. ადგილზე მათ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დახვდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით, ფოთის რაიონულ პროკურატურასთან გადაინაცვლეს, თუმცა პოლიციამ ბოქლომის დადების საშუალება მათ არ მისცა, რასაც კვლავ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
საბოლოოდ, "ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბოქლომი პროკურატურის ეზოში შეაგდო. "მშვიდობიანი აქციით მოვედით. ვითხოვთ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს. არაფერს ვითხოვთ ისეთს, რისი შესრულებაც არ შეუძლიათ," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.