logo
ENG



დაბოქლომებისა და საპროტესტო აქციები გრძელდება

23 ნოე 201920:25
3 წუთის საკითხავი
 
gfoxrb1nymu3bj0.jpg

კომოს ტბის იმიტაცია პარლამენტის შენობასთან "შეცვალეს" აქტივისტებმა მოაწყვეს. ამ ფორმით ახალგაზრდებმა არჩილ თალაკვაძის და  „ქართული ოცნების“ დეპუტატების ფეშენებელურ კურორტზე ვიზიტი გააპროტესტეს. 

აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია, რომ, მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარე,  დეპუტატები და დედაქალაქის მერის ქართველი ბიზნესმენის წვეულებაზე იმყოფებოდნენ, შემდეგ უარყვეს და საზოგადოების მოტყუება სცადეს. 

იმ ფონზე როდესაც შეცვალეს რამდენიმე წევრი პოლიციამ მშვიდობიან აქციებზე დააკავა და დღემდე განაჩენს ელოდება, სამოქალაქო აქტივისტებს ბიძინა ივანიშვილსაც მიაკითხეს და აქცია პერფომანსი ბიზნეს ცენტრთან გამართეს

ტყუილისა და უსაფუძვლო ბრალდებების გამო გაბრაზებული მოქალაქეები დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთანაც შეიკრიბნენ. საქართველო არ გაისუსება - ამ ლოზუნგით აქცია პერფომანსი სუს-ის  შენობასთან „გირჩის“ წევრებმა გამართეს და ქართული ოცნების ხელისუფლებას დისკომფორტის მოწყობას მომავალშიც დაჰპირდნენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც შეიკრიბნენ შეკვეთილში და ღობეზე ბოქლომის დადება სცადეს, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევდა. 

„ქართული ოცნების“ ლიდერის სახლთან აქციის მონაწილეებს 30-ზე მეტი ძალოვანი დახვდა. ხმაურის მიუხედავად, მომიტინგეებმა ივანიშვილის რეზიდენციის დაბოქლომება მაინც მოახერხეს.

 ​
დავაბოქლომოთ „ქართული ოცნება“ და შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი“ - ამ ლოზუნგებით ოპოზიცია და უკმაყოფილო მოქალაქეები უკვე ერთი კვირაა მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებს მართავენ. ის რომ აქციები უმეტეს წილად დარბევით,  პოლიციასთან დაპირისპირებით და მონაწილეთა დაკავებებით სრულდება, პროტესტს უფრო დიდ მასშტაბებებს სძენს. 

 


close დახურვა