უკრაინელები კი ხერსონის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას ზეიმობენ. მოქალაქეები ქალაქში შესულ უკრაინელ ჯარისკაცებს ოვაციებით ხვდებიან. ხერსონის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინაც და პოლიციასთანაც უკრაინული დროშები ფრიალებს. ოფიციალური კიევი ქალაქში დარჩენილ რუს სამხედროებს დაუყოვნებლივი ჩაბარებისკენ მოუწოდებს, საოკუპაციო ძალები კი ირწმუნებიან, რომ რეგიონიდან სამხედრო ქვედანაყოფების უკან დახევის პროცესი დაასრულეს და მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე 30 ათასზე მეტი ჯარისკაცი გადაიყვანეს.
დაბრუნება ხერსონში
11 ნოე 202220:19
3 წუთის საკითხავი