სუს-ის წლიური ანგარიშიდან ვკითხულობთ, რა რესურსს ხარჯავს სახელმწიფო უსართხოება ე.წ. გადატრიალების საქმეეზე. ოცნების ხელისუფლების პირობებში, ნოემბრის შემდეგ ჯამში უკვე მეოთხე გამოძიება დაიწყო. ოკუპაციისა და ჰიბრიდული ომის რისკებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის შიგნით მტრის ხატს ქმნის, ნებისმიერი ფორმით გამოხატული პროტესტიც კი დესტაბილიზაციის ბრალდებით გამოძიების საგანი ხდება, აღძრული საქმეებისა და შიშის დანერგვის მცდელობის მიღმა კი შედეგი არ არის, სუსი იძიებს, მაგრამ გამოკვეთილი არავინ არის.
დაგეგმილი დესტაბილიზაცია - რა წერია სუს-ის ანგარიშში
19 აპრ 202220:32
3 წუთის საკითხავი