logo
ENG



დაგვიცავი ნუ гаиწევი! - აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

05 დეკ 201914:06
3 წუთის საკითხავი
 
nktfggsfgaoj5ex.jpeg

„დაგვიცავი ნუ гаи წევი!" "მოძალადესთან ნუ гаиგივდები!" - ამ შინაარსის პლაკატებით მოძრაობების "შეცვალე" და "სირცხვიალიას" წევრები ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. ისინი ბოლო პერიოდში აქციების მიმდინარეობისას პოლიციელების გულგრილობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიცია საბჭოთა гаи-დ  გადაიქცა და სწორედ ამიტომ მათ ადგილზე гаи-ს ჯოხებიც მიიტანეს.

მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წარმომადგენლები დღესვე კიდევ რამდენიმე აქციას აანონსებენ. 

„ძალიან მკაცრი საყვედური უნდა ვუთხრათ პოლიციელებს რომლისთვისაც არასოდეს არ გვითქვამს საყვედური. პირიქით ყველა ჩვენი აქცია მადლობის გადახდით იწყება და მთავრდება. დრეს უნდა ვთხოვოთ რომ როდესაც მშვიდობიან აქცია ტარდება და ამ დროს კონტრაქციის მონაწილეები მოდიან და გვირტყამენ, როგორც მინიმუმ უნდა დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

 


close დახურვა