დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა შესაძლოა სავალდებულო აღარ იყოს. საკონსტიტუციო სასამართლომ დემოკრატიული ინიციატივას სარჩელი წარმოებაში მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე განხილვების დროს ეცდება დაადასტუროს, რომ საპენსიო შენატანების დავალდებულებით მოქალაქისა და დამსაქმებლების უფლება ილახება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლომ სადავო ნორმების მოქმედება არ შეაჩერა.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო „დემოკრატიული ინიციატივის“ სარჩელს დააკმაყოფილებს, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა აღარ იქნება სავალდებულო. სარჩელის ავტორები თვლიან, რომ კანონმდებლებმა დამსაქმებლებს ახალი გადასახადი დააკისრეს და არჩევანი არ დაუტოვეს, დანაზოგი საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 9-თვიანი ვადა აქვს.