ზუგდიდში დადიანების მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვას აანონსებენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათ ხელფასები არ გაეზრდებათ.
გამაფრთხილებელი აქცია მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გაიმართა. პირველი ასეთი აქცია ზუგდიდში 10 დღის წინ იყო - მაშინ მუზეუმის თანამშრომლებმა პრემიერ-მინისტრს და კულტურის სამინისტროს წერილით მიმართეს და 2020 წლის ბიუჯეტში ხელფასების ზრდის მოთხოვნით 10-დღიანი ვადა მისცეს. ეს ვადა დღეს ამოიწურა.