logo
ENG



დავით არახამია: უკრაინას საკუთარი ნატოს შექმნა სურს

03 აპრ 202203:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/03/pugv8t37d2xvrz4.jpg

უკრაინის დელეგაციის წევრის დავით არახამიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი წევრი ქვეყნები საჭიროების შემთხვევაში უკრაინის გარშემო გაერთიანდნენ და მხარს უჭერდნენ.

"ჩვენ გვინდა შევქმნათ ჩვენი ნატო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატოს უმსხვილესმა და ეფექტურმა ქვეყნებმა უზრუნველყონ ჩვენი მხარდაჭერა აგრესიის შემთხვევაში. თურქეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის ნატოს უდიდესი არმია ევროპაში. შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთიც მნიშვნელოვანია. ახლა ძალიან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ნატოს 3 წევრი ქვეყანა მზად არის გარანტიები გასცეს ზუსტად იმ ფორმატში, როგორც ვთქვი. ეს არის რეალურად ნატოს მე-5 მუხლი, მაგრამ უფრო მკაცრი გააქტიურების მექანიზმებით. ანუ მათ უნდა გაიარონ კონსულტაცია და 72 საათის განმავლობა დახმარება აღმოგვიჩინონ", - განაცხადა არახამიამ.

მისი თქმით, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისგან გარანტიების მიღება, მაგრამ ეს ქვეყნები, სავარაუდოდ, ბოლოები იქნებიან, რომლებიც შეუერთდებიან ფორმატს.

"ვფიქრობ, რომ აშშ გაწევრიანდება დიდი ალბათობით, რადგან ბლინკენმა გუშინწინ თქვა, რომ ისინი არ ერიდებიან უსაფრთხოების გარანტიების განხილვას, მაგრამ სურთ უფრო დეტალურად შეისწავლონ საკითხი, აწონონ ყველა რისკი და ა.შ. მაქვს განცდა, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი ბოლოები შეუერთდებიან, როცა დარწმუნდებიან, რომ აღარავინაა წინააღმდეგი", - თქვა მან.

არახამიამ აღნიშნა, რომ მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მომდევნო ამოცანა იქნება უკრაინის კონსტიტუციის ცვლილება არაბლოკურ ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით.

"ამისთვის ჩვენ გვინდა რეფერენდუმის ჩატარება. ანუ, ამას გადაწყვეტს უკრაინელი ხალხი და არა უკრაინელი პოლიტიკოსები“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.


close დახურვა