logo
ENG



დავით ბარბაქაძე აცხადებს, რომ დედის ცხედარს სახლში ერთი თვით უსახსრობის გამო ინახავდა

19 დეკ 202013:07
3 წუთის საკითხავი
clock 10246

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აღმოჩენილი 66 წლის გარდაცვლილი ქალის შვილი, რომელიც დედის ცხედარს სახლში 1 თვის განმავლობაში ინახავდა, სამართალდამცველებმა გამოკითხეს

ზურაბ ბარბაქაძე მედიასთან აცხადებს, რომ გარდაცვლილი დედის ცხედარს ბინაში 1 თვით იმიტომ ინახავდა, რომ მის დასაკრძალად საკმარისი სახსრები არ ჰქონდა. 

"ჯერჯერობით ვერიდებოდით, რადგან საშუალებასთან, სახსრებთან არის ყველაფერი დაკავშირებული", - ამბობს გარდაცვლილი ქალის შვილი და განმარტავს, რომ დედის ცხედარი იზოლირებულ ოთახში ჰყავდა დასვენებული, - "სხვა ოთახში იყო კი, ნუ, რაღაც დაბნეული ვიყავი შიშით. შევდიოდით ხოლმე".  

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ბარბაქაძის დედა 15 ნოემბერს გარდაიცვალა. მას შემდეგ ქალის ცხედარი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მისი შვილის ბინაში იმყოფება. 

სამართალდამცველებმა ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

 


close დახურვა