logo
ENG



დავით ბაქრაძე: პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ დაიწყებს ფიქრს გამოსავალზე

24 ნოე 201914:30
3 წუთის საკითხავი
 
9uj0dpqxf5of0wg.jpg

„ხვალ, 19 საათზე, გვექნება დიდი შეკრება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც ჩატარდება მსვლელობა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ,“ - ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დავით ბაქრაძე აკეთებს.

მისი თქმით, ხვალიდან დაიწყება აქციები, რომლებიც იქამდე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება არ დაიწყებს ფიქრს იმ კრიზისიდან გამოსავალზე, რომელიც მან თვითონ შექმნა საკუთარი ტყუილით.

„დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება ორი მთავარი საკითხი. პირველი საკითხი უკავშირდება ოპოზიციის გეგმებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ხვალ 19 საათზე, გვექნება დიდი შეკრება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც ჩატარდება მსვლელობა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ. იქ იგეგმება ღამე დარჩენაც, მეორე დღეს აქციაც და იქნება განგრძობადი საპროტესტო აქცია. იქნება ცალკეული საპროტესტო აქციები სხვადასხვა ლოკაციებზე, ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა გაიგოს, რომ პროტესტი არ დამთავრდება და პროტესტი გაგრძელდება მანამ სანამ ხელისუფლება არ დაიწყებს ფიქრს გამოსავალზე იმ კრიზისიდან, რომელიც მან თვითონ შექმნა საკუთარი ტყუილით. მეორე მნიშვნელოვანი თემა რასაც დღეს განვიხილავთ უკავშირდება ე.წ. გერმანულ მოდელს, ანუ გამოსავალს ამ კრიზისიდან. ჩვენ გვყავს სრულიად არაადეკვატური ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი ქვეყანა შეიყვანა კრიზისში და არც ფიქრობს არანაირ გამოსავალზე. ოპოზიცია ვთავაზობთ გამოსავალს და ამ გამოსავალს ეწოდება გერმანული მოდელი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარეობს.


close დახურვა