logo
ENG



დავით ბაქრაძე: ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტის ჩასაშლელად ყველაფერი გააკეთა

15 ოქტ 201920:14
3 წუთის საკითხავი
 
h38qqvggz2ya1rb.png

ანაკლიის კონსორციუმისთვის მიცემული ვადის გახანგრძლივება მთავრობას რამდენიმეჯერ მოუხდა, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადების შემდეგ. პომპეომ იმდროინდელ პრემიერს შეხვედრის შემდეგ უთრხა, რომ პორტის მშენებლობის დასრულებას იმედოვნებს. ანაკლიის პორტი უკვე წლებია, ქვეყნის უსაფრთხოებასთან ასოცირდება. ოპოზიციაში თვლიან, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლა ხელისუფლებიდან მიზანმიმართულად ხდება. „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ არ იქნება გასაკვირი, რომ კონსორციუმმა ვალდებულება ვერ შეასრულოს.

 

„თან ხელი შეუშალო და თან შემდეგ, ვითომ არბიტრმა ისე იმოქმედო, არ გამოვა. ხელისუფლებამ პროექტის ჩასაშლელად ყველაფერი გააკეთა. დაიწყო სამართლებრივი დევნა დამფუძნებლების წინააღმდეგ, დაატოვებინა პროექტი ინვესტორებს და პარალელურად, ფოთის ღრმაწყლოვან პორტზე დაიწყო საუბარი. ეს არის სიგნალი, რომ ინვესტორებმა პროექტში ფული არ ჩადონ,“ - აცხადებს ბაქრაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ხელოვნურად შექმნა პირობები, რათა შემდგომ, ანაკლიის პროექტის შეწყვეტის ან გადავადების გამო, ქონდეს თავის სამართლებელი მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე ქონდა. იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი 15 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათამდე ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენდა, შესაძლოა მთავრობას კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გაეუქმებინა. ჯერჯერობით უცნობია მთავრობის პოზიცია. 

ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმი დოკუმენტების ჩაბარებას არ აპირებს.

 


close დახურვა