logo
ENG



დავით ბერძენიშვილი: უმრავლესობა იცლება კვალიფიციური, პროდასავლური შემადგენლობისგან

14 ნოე 201922:24
3 წუთის საკითხავი
 
x7ekhuq5cce5img.jpg

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ივანიშვილი მიმდინარე მოვლენებით საკუთარ უუნარობას აჩვენებს საზოგადოებას.

„ჩვენ შევთანხმდით, პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო აქტივისტები, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება ბიძინა ივანიშვილის მალე გაშვების შესაძლებლობა. ამასთანავე, სრულიად მკაფიოდ ჩანს, რომ უმრავლესობა იცლება კვალიფიციური, პროდასავლური შემადგენლობისგან -  მათ გარეშე ივანიშვილი მთლიანად გაშიშვლებულია. ივანიშვილი გვეუბნება, რომ იმდენად უსახური და უუნარო გავხდიო, რომ ვერ ვაკონტროლებ 40 დეპუტატს ჩემს უმრავლესობაშიო. თუ ეს ასეა, მაშინ რა უნდა ქვეყნის ხელმძღვანელად. თუ ის ტყუის, მაშინ მით უმეტეს, რა უნდა,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

პარლამენტის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს აქცია. მომიტინგეები აპროტესტებენ პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების ჩაგდებას.

 

 


close დახურვა