ასპინძელი ძმები - დავით და მათე წითლანაძეები სასამართლო დარბაზში დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფური ძალადობა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და სხვისი ნივთის განადგურება ედებათ. დავით წითლანაძეს საპატიმროში 2.6 წლის, მის ძმას, მათე წითლანაძეს კი 2 წლის გატარება მოუწევს. ისინი 10 თვის წინ, ჩხუბის დროს მოკლული 46 წლის კაცის შვილები არიან.