logo
ENG



დავით ზალკალიანმა პარლამენტს დეოკუპაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი პრიორიტეტები გააცნო

17 ოქტ 201914:28
3 წუთის საკითხავი
 
x4y1vg982d1m697.jpg

 

საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში, ხელისუფლების მიერ დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. 

„დეოკუპაციის კუთხით, პრიორიტეტები გახლთათ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების აღკვეთა, კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება იყო ისეთ საკითხებზე გამახვილებული, როგორიც არის რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულება, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება. ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანა. კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება დეოკუპაციის მიმართლებით გახლავთ მნიშვნელოვანი აქცენტების გაკეთება ოთხოზორია-ტატუნაშილის სიაში შემავალ პირთა მიმართ პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაბამისი სანქციების დაწესება, როგორც სასარგებლო პრევენციულ ზომაზე, ასევე ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უზრუნველყოფა,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 


close დახურვა