„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაკავება პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში განსხვავებულ პოლიტიკურ აზრს დევნიან. როგორც მან სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, ეს დამღუპველად მოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.
„პოლიტიკური პარტიის ლიდერების დაკავება მე საქართველოს ისტორიაში ნაკლებად მახსოვს. წინა ხელისუფლების დროს იყო აქტივისტების დაკავება, მაგრამ ლიდერებს ყველა ერიდებოდა, ამას შევარდნაძის დროსაც ერიდებოდნენ. ეს არის პირდაპირი განაცხადი იმაზე, რომ პოლიტიკური დევნაა ქვეყანაში. ეს ქვეყნის პრესტიჟის საქმეცაა და თუ ასე გაგრძელდება, ეს ქვეყანა ვერ შედგება", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული.