logo
ENG



დავით მათიკაშვილი:შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არ არის აქტუალური

04 ნოე 201912:21
3 წუთის საკითხავი
 
4ondjj3xlk54whh.jpg

"ევროპული საქართველოს" ინიციატივას სკანდალური შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი გამოეხმაურა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პარლამენტი არ არის პროკურატურა და თუ მორიგი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, საკანონმდებლო ორგანო პროკურატურას დაემსგავსება.

"თუკი იქ ამ საკითხში სამართალდამცავი ორგანო აღმოაჩენს დანაშაულის რაიმე სახის ნიშანს, ის თვითონვე ვალდებულია, რომ დაიწყოს გამოძიება და საზოგადოებას გასცეს შესაბამისი პასუხი. ასევე, ყველა ის პირი, რომელიც რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს დანაშაულის თაობაზე, ვალდებულია მიაწოდოს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს ეს ინფორმაცია. ასე რომ პარლამენტში რაიმე სახის საგამოძიებო კომისიის შექმნა  ნამდვილად არ არის აქტუალური, რამეთუ პირველ რიგში გამოძიებას უნდა ვკითხოთ, არის თუ არა აქ დანაშაულის ნიშნები და მისი პასუხი მოვისმინოთ," - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.

საკითხს "ქართული ოცნების" კიდევ ერთი წარმომადგენელი ეხმაურება. სოფო კილაძის განცხადებით, ამ თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არასერიოზულია.

"ამ საკითხს სჭირდება ბოლომდე მიყვანა. არის თუ არა იქ კორუფციის ნიშნები, ასევე სხვა რაღაც კითხვები და რაღაც გავლენები და ა.შ.  ამაზე დასკვნა აუცილებლად უნდა დაიდოს და ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია. ყველა კონკრეტულ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, რასაც გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები, ეს არის ნამდვილად არასერიოზული," - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურისთვის მიცემული ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ "ევროპული საქართველო", შეწყალების სკანდალური აქტის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მუშაობას იწყებს. დადგენილების პროექტს პარტიის წევრები დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე წარადგენენ.



close დახურვა