logo
ENG



დავით მესხიშვილი:ახლა საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ უნდა აკრძალო, უნდა დაამატო

11 მაი 202014:22
3 წუთის საკითხავი
 

საზოგადოებირივი ტრანსპორტის აღდგენას ითხოვს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე“ დავით მესხიშვილი. როგორც მან „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს ტაქსით გადაადგილების საშუალება არ აქვთ.

მესხიშვილის თქმით, აუცილებელია არა თუ ტრანსპორტის აკრძლვა, არამედ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის გაზრდა.

„ვერაფერი ვერ გაიღვიძებს თუ არ იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მარტივად უნდა წარმოიდგინოთ 300-500 ლარი რომ აქვს დასაქმებულს სავაჭრო ობიექტში, ის ტაქსით ივლის ან მომხმარებელი? საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოგზაურობა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს. მისი გაუქმება და აკრძალვა იყო აარასწორი გადაწყვეტილება. ვინაიდან, ეპიდემიის დროს ავადობის რაოდენობა იზრდება და მიმართვიანობაც სამედიცინო დაწესებულებებისადმი იზრდება.

"ასეთ დროს კი არ უნდა აკძალო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უნდა უზრუნველყო მიმართვიანობა საავადმყოფოებში და დაამატო თუ არის ამის საშუალება. ჩვენ მივიღეთ აკრძალვა, მაშინ როდესაც ქვეყანაში უამრავი სოციალურად დაუცველი გყვავს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები, რომელთაც არ აქვთ ტაქსის საფასურის გადახდის საშუალება“, - განაცხადა მესხიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, ქვეყანაში 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. გარდა ამისა, აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

 

 


close დახურვა