სემეკის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია არ გამორიცხავს ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირებას. მისი თქმით, თუკი ახალი ჰესები არ აშენდება და ელექტროენერგიის იმპორტი კვლავ გაიზრდება, შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფიც გაიზრდება. დავით ნარმანია ტარიფის ზრდას 2020 წლის ბოლოსთვის განიხილავს.
„ბოლო წლების განმავლობაში ბაზარზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი წარმოება რამოდენიმე გაჩერებული ჰესიდან გამომდინარე ჩამორჩება მოხმარებას. შესაბამისად, ჩვენ გვეზრდება იმპორტი. იმპორტის ზრდა მისასალმებელი არაა. თუ ადგილობრივი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგები ვიქნებით, ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდება. მეტი ვალუტის გადინება მოხდება საზღვარგარეთ, რაც კურსზეც მოახდენს ნეგატიურ გავლენას," - განუცხადა ჟურნალისტებს ნარმანიამ.