თბილისი ყოფილი მერი დავით ნარმანია სემეკის თავმჯომარე გახდა. კომისიის წევრებმა ის ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს. ნარმანიას კანდიდატურას მხარი კომისიის ოთხმა წევრმა დაუჭირა.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე ვდგავართ. პირველ რიგში ეს არის ის რეფორმები, რომელიც უნდა გატარდეს ენერგეტიკის სექტორში, გამომდინარე ევროინტეგრაციის ძირითადი კურსიდან. ეს იქნება ბაზრის გახსნა, მისი ლიბერალიზაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა მიმართებაშიც ახალი კანონის მიღების შემდეგ სემეკს 20-მდე მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტის მიღება მოუწევს. მათი უმეტესი ნაწილი ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს, რამდენიმეს კი უახლოეს სხდომებზე დავამტკიცებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ყოფილი მერი თავმჯდომარის პოსტს 3 წლით დაიკავებს.