logo
ENG



დავით სიხარულიძე: სალომე ზურაბიშვილის განცხადება ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმაა

11 დეკ 201923:15
3 წუთის საკითხავი
 
7d34j94p5redph5.jpg

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმაა“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, ქართულ სახელმწიფოს რუსული სტერეოტიპები, რუსულ პროპაგანდისტული კლიშეები აქვს. სიხარულიძე ფიქრობს,რომ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფოს იდეის არ სჯერა.

„ეს თავდასხმაა ქართულ სახელმწიფოზე და ქართული სახელმწიფოს აბუჩად აგდება ხდება. ქართულ სახელმწიფოს რუსული სტერეოტიპები, რუსულ პროპაგანდისტული კლიშეები აქვს, რაც ისაა, რომ ვიღაც ქართველი ულვაშებიანი კაცი რომელიც არის ცოტათი უტვინო ოღონდ აი კარგად მღერის და პურ-მარილებზე ძაან ხშირად გპატიჟებს და არა ადამიანი, რომელსაც სახელმწიფოს აშენება შეუძლია. ეს არის სამწუხარო. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს არ სჯერა სახელმწიფოს იდეის“, - განაცხადა სიხარულიძემ.

 


close დახურვა