logo
ENG



დავით ყიფიანის სახელობის თასი „საბურთალომ“ მოიგო

09 დეკ 201909:33
3 წუთის საკითხავი
 
jnvq9pig5ulcjsn.jpg

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული თბილისის "საბურთალო" გახდა. გორში გამართულ ფინალში გუნდმა თბილისის "ლოკომოტივი" 3:1 დაამარცხა. ანგარიში მე-12 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა. მე-19-ზე გიორგი გაბედავამ სხვაობა რამდე გაზარდა და ტაიმი საბურთალომ სწორედ ამ შედეგით მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი სიხარულიძემ თერთმეტ მეტრიანი ზუსტად შეასრულა და სხვაობა შეამცირა, 2:1. მატჩში წერტილი ლევან კაკუბავამ დასვა, საბურთალოს მოთამაშემ გამარჯვების ბურთი 89-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თბილისის "საბურთალომ" კლუბის ისტორიის მანძილზე პირველად მოიგო საქართველოს თასი. თბილისელებისთვის აღნიშნული ტიტული მეორეა. შეგახსენებთ, რომ შარშან "საბურთალო" საქართველოს ჩემპიონი გახდა.


close დახურვა