logo
ENG



დავით ჭიჭინაძე: კაკი ზოიძე კი არა, დიმიტრი ხუნდაძე უნდა წასულიყო

02 დეკ 201922:38
3 წუთის საკითხავი
 
pykcpoktlfnttuk.jpg

„კაკი ზოიძე კი არა, დიმიტრი ხუნდაძე უნდა წასულიყო“, - ასე ეხმაურება უმრავლესობაში მიმდინარე მოვლენებს უმრავლესობის ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე. მისი თქმით, დიმიტრი ხუნდაძემ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც მის ქმედებებს მოჰყვა ქვეყანაში. დავით ჭიჭინაძემ ამის შესახებ სოფო ზურაბიანთან ისაუბრა „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში.

„ნიშანდობლივი იყო აკაკი ზოიძის გადადგომა. კაკი ზოიძე უკვე ტანით გრძნობს იმას, რაც ერთხელ ნანახი აქვს, როცა „მოქალაქეთა კავშირში“ იყო. კაკი ზოიძე კი არ უნდა წასულიყო „ქართული ოცნებიდან“, მეტ-ნაკლებად სინდისიანი ადამიანი. დღეს რაც მცხეთაში მოხდა, დიმიტრი ხუნდაძე უნდა გადამდგარიყო. მისი ინიციატივა ქვეყანას როგორ უჯდება? ვითომ შეხმატკბილება რომ არის და რეალურად ყველაფერია [„ქართულ ოცნებაში“] შეხმატკბილების გარდა, სრული ანტონიმია ის, რაც ხდება და თავიდანვე ძირს უთხრიან ერთმანეთს. ალბათ ამის ფასად დიმიტრი ხუნდაძე კომიტეტის თავმჯდომარეც გახდება, მაგრამ რაც მან ჩაიდინა ამ ბოლო პერიოდში, რაც არ უნდა წაგახალისონ, შიგნით, ადამიანში მორალი და ზნეობა უნდა არსებობდეს. განსაკუთრებით როცა მაჟორიტარობაზე ვლაპარაკობთ - მაჟორიტარობა უსინდისობას არ ნიშნავს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ აკაკი ზოიძემ უმრავლესობისა და მმართველი პარტიის დატოვების შესახებ დღეს გააკეთა განცხადება. ის უარს ამბობს საკუთარ საპარლამენტო მანდატზეც და „ქართული ოცნებიდანაც“ მიდის. 


close დახურვა