logo
ENG



დავით ჭიჭინაძე: სახელმწიფოს არ ადარდებს თავისი მოსახლეობის ბედ-იღბალი

04 თებ 202014:29
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლების სოციალური პოლიტიკა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა დღეს პარლამენტის სხდომაზე. ის დეპუტატები, რომლებიც ადრე უმრავლესობას წარმოადგენდნენ, ახლა მწვავედ აკრიტიკებენ ხელისუფლებას უპასუხისმგებლო სოციალური პოლიტიკის გამო. ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას სოციალური მუშაკების თანამდებობებიდან გათავისუფლებას აკრიტიკებენ, რადგან, მათი თქმით, არ არსებობს რეალური სურათი ქვეყანაში, თუ რა მდგომარეობაა სოციალურად დაუცველ ოჯახებში.

კრიტიკას და ბრალდებებს არ ეთანხმებიან უმრავლესობის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ბიუჯეტი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკმარისად მიეწოდებათ თანხები.

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო როგორც ჯანდაცვის მინისტრს, ისე - ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ სოცმუშაკების უკანონოდ გათავისუფლების მოტივი დაასახელონ. კონგრესმენების წერილები, რომ მოდის და ისინი „ფრონტერას“ ახსენებენ, თუ სახელმწიფო თვითონ არ დაიცავს თავისი მოქალაქეების შრომის უფლებებს, კონგრესმენებს საერთოდ არ აინტერესებთ ქართველი მშრომელები და გასაკვირი არაა, რომ რომელიმე კონგრესმენი თავს უფლებას აძლევს, ქართველი მშრომელებზე ასეთი ტონით ილაპარაკოს“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ამ ოჯახის ტრაგედია უნდა იყოს ბოლო ზარი ხელისუფლებისთვის, რათა გამოფხიზლდნენ და თუ არ გამოფხიზლდებიან მაშინ საკადრის პასუხს მიიღებენ.

„ქვეყანაში ასეთი გაუსაძლისი პირობებია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. სახელმწიფოს არ ადარდებს თავისი მოსახლეობის ბედ-იღბალი და ეს ტრაგედია. ალბათ, ეს არის ბოლო ზარი. ხელისუფლება თუ არ გამოფხიზლდება, მე ვფიქრობ, რომ საკადრის პასუხს მიიღებს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


close დახურვა